თსუ იურიდიული ფაკულტეტის
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის
სტუდენტთა ინიციატივით
ცხადდება სტატიების მიღება
სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში
„ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ტენდენციები Contemporary issues of Human Rights Protection“
• ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა).
• ჟურნალში ნაშრომის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ნებისმიერი კურსის სტუდენტები;
სტატიის კრიტერიუმები:
• სტატიაში განხილული საკითხები უნდა იყოს აქტუალური, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ავტორ(ებ)ის ორიგინალური ხედვა არჩეული საკითხისადმი. სამართლებრივი მსჯელობა უნდა აღემატებოდეს აღწერილობით ნაწილს.
• ნაშრომის სტრუქტურულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს არა მარტო შესაბამისი თავებისათვის ნუმერაციის მინიჭებით, არამედ განსახილველი საკითხების დასათაურებით სტატიის თავებად. ცალკე უნდა გამოიყოს შესავალი და დასკვნა.
• საკვანძო სიტყვები
• ტექსტი ძირითადად უნდა გადმოიცეს მე-3 პირში, ავტორი საკუთარი პოზიციის გამოსახატავად მაქსიმალურად უნდა მოერიდოს პირველ პირში თხრობას.
• ნაშრომში მითითებული სამეცნიერო წყაროების საერთო რაოდენობის არაანაკლებ ½ უნდა შეადგენდეს დასავლურ ევროპულ ენებზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას, გარდა თემის სპეციფიკისა.
• ნაშრომის მოცულობა: არანაკლებ 10 და არაუმეტეს 12 გვერდი.
• სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი. სქოლიოში მითითებული უნდა იყოს ციტატებისა და ფაქტობრივი გარემოებების წყარო.
• აბსტრაქტი არაუმეტეს 300 სიტყვისა
• ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებელი კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
1). თეზისების გამოგზავნა;
2).სტატიების გამოგზავნა.
თეზისების მიღება იწარმოებს 2022 წლის 25 მარტიდან 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით.
თეზისების დადასტურების შემთხვევაში შესრულებული სტატიების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.
სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: info_ili@tsu.ge